ყველა სპორტული სიახლე

პაპუნაშვილის ზედიზედ მესამე წაუგებელი მატჩი ესპანეთში

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 26-ე ტურში გიორგი პაპინაშვილის "სარაგოსამ" "ლუგოს" უმასპინძლა.

ქართველი ნახევარმცველის გუნდმა საშინაო შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 მოიგო. პაპუნაშვილი სათადარიგოთა შემადგენლობაში იმყოფებოდა და მატჩში 78-ე წუთიდან ჩაერთო.

ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა" კი სტუმრად "ალბასეტეს" მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ტრადიციულად "ხიმნასტიკის" ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეუცვლელად ითამაშა.

მორიგი შეხვედრა წააგო გიორგი აბურჯანიას "სევილიამ", რომელიც სტუმრად "რაიო ვალეკანოსთან" 0:2 დამარცხდა. აბურჯანიამ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 68 წუთი დაჰყო.

26-ე ტურის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მეთერთმეტე ადგილს იკავებს. ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" კი 32 ქულით მეთხუთმეტეა. გიორგი აბურჯანიას "სევილია" 16 ქულით 21-ეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ