ყველა სპორტული სიახლე

ქვილითაიას მარცხი ავსტრიაში

ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" "ადმირას" დაუპირისპირდა.

ქართველი ფორვარდის გუნდმა სტუმრად შეხვედრა მინიმალური სხვაობით 1:2 დათმო. ქვილითაიამ შეხვედრა სათადარიგოთა შემადგენლობიდან დაიწყო და მატჩში 82-ე წუთიდან ჩაერთო.

22-ე ტურის შემდეგ გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" 35 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

ფრედ დასრულდა შეხვედრა თამაზ ცეცხლაძისა და ნიკა აფაქიძის "საბაილსა" და "ქეშლას" შორის. 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ორივე ქართველმა ფეხბურთლემა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სტუმრად გამარტული მატჩი აფაქიძისთვის სადებიუტო იყო.

მეთხუთმეტე ტურის შემდეგ კი ქართველების გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატში 14 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ