ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილის მარცხი ნიუ იორკში

12 თებერვალს საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიუ იორკის ღია ჩემპიონატში ჩაერთო.

ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირში მერვე ნომრად იყო განთესილი და მისი პირველი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი, დუდი სელა გახლდათ. მსოფლიოს მეასე ჩოგანთან კი ქართველი ჩოგბურთელი მარტივად, ორ სეტში, ანგარიშით 4:6; 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მომდევნო ტურნირი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი გეგმავს მონაწილეობის მიღებას, დელრეი ბიჩის ღია პირველობაა, რომელიც 19 თებერვალს დაიწყება.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2018 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ