ყველა სპორტული სიახლე

ყვითელაშვილის დებიუტი ოლიმპიურ თამაშებზე და მეორე შანსი თავისუფალ პროგრამაში (ვიდეო)

2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, მოციგურავე, მორის ყვითელაშვილი ჩაერთო.

ყვითელაშვილმა ფიგურული ციგურაობის მოკლე პროგრამაში 76.56 ქულა დაიმსახურა და თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 22 წლის მოციგურავე 24 საუკეთესო სპორტსმენს შორის 22-ე ადგილზე გავიდა. პირველადგილოსან იაპონელ იუზურუ ჰანიუს კი მოკლე პროგრამის შედეგებით 64.88 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოციგურავისთვის 2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიური თამაშები სადებიუტოა.

მოკლე პროგრამის შემდეგ პირველი სამეული ასე გამოიყურება:

1. იუზურუ ჰანიუ (იაპონია) - 111.68 ქულა
2. ხავიერ ფერნანდესი (ესპანეთი) - 107.58 ქულა
3. შომა უნო (იაპონია) - 104.17 ქულა

შეჯიბრი თავისუფალ პროგრამაში 17 იანვარს თბილისის დროით 05:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

სხვადასხვა, ოლიმპიური, ფიგურული ციგურაობა, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ