ყველა სპორტული სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირს ძირითადი ბადიდან დაიწყებს

19 თებერვლიდან ფლორიდაში დელრეი ბიჩის ღია ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ტურნირის ძირითად ბადეში იმყოფება საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელი პირველ შეხვედრას ამერიკელ სტივი ჯონსონთან გამართავს, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 49-ე პოზიციას იკავებს, ბასილაშვილი კი 61-ეა.

აქამდე ქართველი და ამერიკელი ჩოგბრთელები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან. ბასილაშვილისა და ჯონსონის შეხვედრა კი 19 თებერვალსაა ჩანიშნული, ზუსტი დრო კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ნიუ იორკის ღია პირველობაზე წყვილთა თანრიგში ნახევარფინალში ასპარეზობს.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ