ყველა სპორტული სიახლე

ქართველი პარამოფარიკავეების ოქრო და ბრინჯაო მსოფლიო თასზე

უნგრეთის ქალაქ ეგერში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების პირველ ეტაპი გაიმართა.

ტურნირზე მონაწილეობა სამმა ქართველმა მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა მიიღეს.

პირველ დღეს რაპირაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედალს ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი შემატა და უნგრეთში პირველი ადგილიც დაიმსახურა.

ხმლით ფარიკაობაში ასევე წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ნინა თიბილაშვილსაც, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დებიუტანტმა გვანცა ზადიშვილმა კი მსოფლიო თასის გათამაშების პირველი ეტაპი მერვე ადგილზე დაასრულა.

ირმა ხეცურიანის ვერცხლი მსოფლიო თასზე

სხვადასხვა, პარასპორტი

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ