ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დუსელდორფის გრანდ სლემზე

23 თებერვალს გერმანიის ქალაქ დუსელდორფში სტარტს ძიუდოს მორიგი გრანდ სლემი აიღებს.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით იასპარებს. შვიდი ქართველი ძიუდოისტი დუსელდორფის გრანდ სლემზე ოთხ წონით კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას.

პარიზის გრანდ სლემზე უძლიერესი შემადგენლობით ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ცირეკიძემ შემადგენლობა გადაახალისა და ქართველი ძიუდოისტები რამდენიმე ლიდერის გარეშე იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ ლუხუმ ჩხვიმიანი
-81 კგ თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი
-100კგ ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100კგ ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

შეგახსენებთ, რომ დუსელდორფის გრანდ სლემი 23-25 თებერვალს გაიმართება, პირდაპირი ეთერის ბმულებს MySports.Ge ტურნირის მსვლელობისას შემოგთავაზებთ.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ