ყველა სპორტული სიახლე

გიორგი ხარაიშვილი კარიერას შვედეთში გააგრძელებს

„საბურთალოს“ კაპიტანი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი სკანდინავიის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბში, შვედეთის „გეტებორგში“ ითამაშებს.

კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, ხვალ კი, როდესაც ფეხბურთელი და კლუბის აღმასრულებელი დირექტორი შვედეთში გაემგზავრება, კონტრაქტს ხელი მოეწერება. რაც შეეხება ხელშეკრულებას, ის 1+2.5 გაფორმდება.

გიორგი ხარაიშვილის მიმართ ინტერესი მუდმივად იყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენებურით დაინტერესებას ბელგიის, ჰოლანდიის, დანიის წამყვანი გუნდები იჩენდნენ, თუმცა „გეტებორგმა“ ყველაზე დიდი ინტერესი გამოხატა, რის შემდეგაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ვაკო ყაზაიშვილის, გიორგი ჭანტურიას, დავით ხოჭოლავას, მამუკა კობახიძის, ლაშა პარუნაშვილის, ჯიმი ტაბიძის, გიორგი ქოჩორაშვილისა და ლაშა შინდაგორიძის შემდეგ გიორგი ხარაიშვილი კიდევ ერთი საბურთალოელია, რომელიც კარიერას ევროპაში
გააგრძელებს. დედაქალაქური „საბურთალო“ აგრძელებს აღებულ კურსს და ნიჭიერ ფეხბურთელებს გზას ევროპაში უკაფავს.

კახა კაშია (საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი):
„გიორგი ხარაიშვილის მიმართ შვედურმა კლუბმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და სწორედაც მათთან მოხდა შეთანხმება. მოლაპარაკება გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი სიტყვიერად გუშინ შევთანხმდით. ხვალ, ფეხბურთელთან ერთად შვედეთში გავემგზავრები და კონტრაქტსაც ხელი იქ მოეწერება.

მიუხედავად იმისა, რომ ხარაიშვილი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს და იმ მიზნებისთვის, რომელიც ჩვენს კლუბს აქვს, ძალიან დაგვეხმარებოდა, მისი განვითარებისთვის ვფიქრობ სწორი ნაბიჯი გადავდგით.
გეზი, რომელიც „საბურთალოს“ აქვს აღებული გრძელდება - გამორჩეულ ფეხბურთელებს გზას ვუხსნით ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში", - გვითხრა აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშია. 
გეტყვით, რომ გიორგი ხარაიშვილი, რომელიც "საბურთალოს" აღზრდილია, 2013-2014 წლების სეზონიდან მოყოლებული კლუბში 112 მატჩი ჩაატარა. აქედან 108 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, 55 გოლი გაიტანა, 21 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. სულ კი 9509 წუთი ითამაშა. 

წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი ხარაიშვილს ახალ კლუბში.

საბურთალოს პრესსამსახური

ფეხბურთი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ