ყველა სპორტული სიახლე

გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება ბილბაოში ტრაგედიით დასრულდა

უეფას ევროპა ლიგის 1/32-ფინალის განმეორებითი მატჩის დაწყებამდე ბასკეთის დედაქალაქ ბილბაოში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

"ატლეტიკსა" და "სპარტაკს" შორის მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებმა მასობრივი დაპირისპირება მოაწყეს. სიტუაციის განმუხტვა ადგილობრივმა პოლიციამ სცადა და ხუთი პირიც დააკავა. თუმცა ქუჩის დაპირისპირებისას ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა, საავადმყოფოში კი სამართალდამცავი გულის შეტევით გარდაიცვალა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, პოლიციელის ინოსენსიო არიას გარსიას პატივსაცემად მიმდინარე უქმეებზე ლალიგის მატჩს ბასკური კლუბი წუთიერი დუმილით დაიწყებს. აღნიშნულ ფაქტს უეფა გამოიძიებს.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა მოსკოვური კლუბის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა უეფა ევროპალიგის 1/16-ფინალში ბასკური კლუბი გავიდა. პირველ შეხვედრაში "ატლეტიკმა" "სპარტაკს" სტუმრად 3:1 სძლია.

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ