ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს პირველი მედალი დუსელდორფის გრანდ სლემზე

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში სტარტი ძიუდოს მორიგმა გრანდ სლემმა აიღო.

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს სახელით ერთ წონით კატეგორიაში ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა.

-60კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა სამ მეტოქეს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც იაპონელ რუჯუ ნაგაიამასთან ბოლო წამზე იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელ ეშლი მაკკენზის სძლია და დუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ტურნირში -81კგ წონით კატეგორიაში კობა მჭედლიშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი ჩაერთვებიან.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ