ყველა სპორტული სიახლე

ოთხი ქართველი მოჭიდავე კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალში

23 თებერვალს, უკრაინის დედაქალაქში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა, სადაც წარმატებით ჩაება ასპარეზობაში საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ნაკრებები.

ბერძენ-რომაელთაგან ფინალში ერთბაშად სამი ქართველი ფალავანი ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (82 კგ) გავიდნენ.
კოკა კირცხალია (97 კგ) დამამშვიდებელ წრეშია და აგრძელებს მედლისათვის ბრძოლას..

თავისუფალთა ნაკრებიდან ფინალში თეიმურაზ ვანიშვილი (57 კგ) გავიდა ვინც ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილის შეხვდება. ამავე წონაში ოთარ გოგავა დამამშვიდებელ წრეში გააგძელებს მედლისათვის ბრძოლას.

ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი ვისთვისაც პირველი საერთაშორისო ტურნირია ახალ 65 კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

ფინალური შეხვედრები 24 თებერვას 20:00 საათიდან დაიწყება.

ჭიდაობის ფედერაცია

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ