ყველა სპორტული სიახლე

ქვილითაიას დუბლი ავსტრიაში (ვიდეო)

ავსტრიული ბუნდესლიგის 24-ე ტურში გიორგი ქვილითაიამ დუბლი გაიფორმა. 

ქართველი ფეხბურთელის "რაპიდმა" ვენაში "ლინცს" უმასპინძლა და საქართველოს ნაკრების შემტევის გოლებით დაამარცხა მეტოქე. 

ქვილითაიამ ანგარიში 45-ე წუთზე გატანილი გოლით გახსნა, მეორე ტაიმში კი 69-ე წუთზე შესრულებული ზუსტი დარტყმით ორამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა.

"ლინცთან" შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 80 წუთი გაატარა.




გიორგი ქვილითაიას პირველი გოლი



ქვილითაიას მეორე გოლი

ფეხბურთი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ