
ქართველი მოჭიდავეების ხუთი მედალი კიევის საერთაშორისო ტურნირზე
კიევის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ფინალური საჭიდაო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 მედალი - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა.
ტურნირის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ლიდერი შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) გახდა, ოლიმპიურმა პრიზიორმა ფინალში უკრაინეტი დმიტრო პინკოცი 7-5 დაამარცხა. ვერცხლის მედლები ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ზურაბ დათუნაშვილმა (82 კგ) მოიპოვეს.
თავისუფალი სტილით ნაკრებიდან ტურნირის ვიცე-ჩემპიონი თეიმურაზ ვანიშვილი (57 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალს ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი დაეუფლა ვინც საერთაშორისო არენაზე პირველად იასპარეზა ახალ 65 კგ კატეგორიაში.
ჭიდაობის ფედერაცია