ყველა სპორტული სიახლე

დვალის "პოგონმა" მერებაშვილის "ვისლას" აჯობა

პოლონეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში "ქართული დერბი" შედგა. 

ლაშა დვალის "პოგონმა" გიორგი მერებაშვილის "ვისლა პლოცკს" უმასპინძლა და მეტოქის 6-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა. 

მინიმალური სხვაობით (2:1) მოგებულ მატჩში "პოგონის" რიგებში დვალმა შეუცვლელად ითამაშა, სტუმართა მხრიდან კი მერებაშვილი 73-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. 

ჰოლანდიის ჩემპიონატის 25-ე ტურში გურამ კაშიას "ვიტესი" "ვენლოს" ესტუმრა და 24-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა, თუმცა არნემელებმა შეხვედრის გადარჩენა შეძლეს და ქულა მოიპოვეს. 

კაშია "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 

სლოვაკეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ტრნავის "სპარტაკმა" საკუთარ მოედანზე "სენიცას" სძლია მინიმალური ანგარიშით. 

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო მატჩი ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელმაც 84 წუთი დაჰყო მოედანზე. გამარჯვების გოლი ტრნაველებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გაიტანეს.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-17 ტურში "საბაილმა" "გაბალას" 2:1 სძლია. 

გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ნიკა აფაქიძემ და თამაზ ცეცხლაძემ ითამაშეს. ქართველმა მცველებმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ