ყველა სპორტული სიახლე

რასელ ვესტბრუკი: ''ფაჩულია ბინძური მოთამაშეა'' (ვიდეო)

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ოკლაჰომას" დაუპირისპირდა.

მატჩი ოკლენდელების გამარჯვებით, ანგარიშით 112:80 დასრულდა.

შეხვედრის მესამე მეოთხედში მცირე ინციდენტი მოხდა. შეტევაში მყოფმა რასელ ვესტბრუკმა ბურთი "გოლდენ სტეიტის" ფარში ვერ ჩააგდო და წაიქცა, ოკლენდელთა ქართველი ცენტრი კი "ოკლაჰომას" ლიდერის ახლოს იმყოფებოდა და წაიქცა. აღნიშნული ინციდენტისას რასელ ვესტბრუკი მძიმე ტრავმას გადაურჩა. მატჩის შემდგომ კი ჟურნალისტებთან საუბრისას ვესტბრუკმა განაცხადა, რომ ფაჩულია ძალით დაეცა, რათა მისთვის ტრავმა მიეყენებინა. მისივე თქმით, ქართველი კალათბურთელი ბინძური მოთამაშეა.

ვესტბრუკისა და ფაჩულიას ინციდენტს ინსტაგრამის მეშვეობით გამოეხმაურა "ბოსტონის" გამთამაშებელი, კაირი ირვინგი, რომელმაც აღნიშნა, რომ NBA-მ აღნიშნულ მომენტს უნდა გადახედოს.

ცნობისთვის, "ოკლაჰომას" წინააღმდეგ ზაზა ფაჩულიამ 18 წუთი ითამაშა, პარკეტზე გატარებულ დროში კი მან 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მატჩში საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომლის ანგარიშზეც 28 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასია.


კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ