ყველა სპორტული სიახლე

ვარლამ ლიპარტელიანი დუსელდორფის გრანდ სლემის ფინალშია

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ძიუდოს მორიგი გრანდ სლემის დასკვნითი დღე მიმდინარეობს.

ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით ორ წონით კატეგორიაში ოთხი ქართველი ზიუდოისტი ასპარეზობდა, თუმცა ფინალურ ბლოკში მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი (-100) განაგრძობს.

ლიპარტელიანმა ფინალამდე ოთხ მეტოქეს სძლია და ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო.

ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი ირლანდიელ ბენჯამინ ფლეტჩერს დაუპირისპირდება.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ