ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი საშინაო მატჩი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში, გერმანიის წინააღმდეგ გამართა. 

მატჩი სტუმართა უპირატესობით დიწყო და მიუხედავად მასპინძელთა მიერ მინიმუმამდე შემცირებული სხვაობისა, გერმანელებმა მეოთხედის დასკნვნით 2 წუთში 10-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს - 17:27.

მეორე მეოთხედი დიქსონის 5-ქულიანი გარღვევით დაიწყო, რასაც ბერიშვილის ზუსტი სამიანი და 4 ქულამდე შემცირებული სხვაობა მოჰყვა, თუმცა გერმანელებმა მალევე დაიბრუნეს კომფორტული სხვაობა, დიდი შესვენებისთვის კი სტუმრები 13 ქულით იგებდნენ - 38:51. 

მეორე მეოთხედის მსგავსად საქართველს ნაკრებმა მესამე პერიოდიც აქტიურად დაიწყო. დიქსონის და ბოქოლიშვილის ზუსტი შეტევების შემდეგ სხვაობა 8-ქულამდე შემცირდა და სტუმრებმა ტაიმაუტი აიღეს, რის შემდეგაც კვლავ შეძლეს დაწინაურება და 15-ქულიანი უპირატესობის მოპოვება, თუმცა დასკვნითი მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები 7 ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს - 62:69. 

მეოთხე მეთოხედის დასაწყისში 4 ქულამდე შემცირებული სხვაობა საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი აღმოჩნდა დღევანდელ შეხვედრაში. სტუმრება ბოლო წუთებში მოპოვებული უპრატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოოდ 87:77 იმარჯვეს. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 26 ქულით საუკეთესო მაიკლ დიქსონი იყო. 15 ქულა მიხეილ ბერიშვილმა ჩააგდო. 

საქართველო - გერმანია 77:87

სრული სტატისტიკა

კალათბურთი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2018 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ