ყველა სპორტული სიახლე

ჰენრიკ როდლი: "მეტოქემ დიდი ბრძოლა გაგვიწია"

საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰენრიკ როდლმა კომენტარი გააკეთეს.

ჰენრიკ როდლი:
"კარგი თამაში ჩავატარეთ. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. პირველად ვარ საქართველოში და მოხიბლული ვარ ატმოსფეროთი. განსაკუთრებით მეორე ტაიმში მაყურებლებმა ნადმვილად გააძლიერეს საკუთარი გუნდი. თამაშში ბოლომდე ვიყავი ჩართული და ბოლო წამებზე იმიტომ ავიღე ტაიმაუტი, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია.  ვიმედოვნებთ, რომ ამ პატარა გაუგებრობას მოვაგვარებთ. ილიას ზუროსს და საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ.

ევროლიგის და ფიბას საკითხი ძალიან დიდ დაღს ასვამს გუნდებს. საქართველოს ქვეყნის ორი საუკეთსო მოთამაშე, შენგელია და შერმადინი აკლდა. თუმცა, დღეს მოედანზე მყოფმა კალთბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა გულშემატკივრებს ესიამოვნათ თამაშით."

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ