ყველა სპორტული სიახლე

ილიას ზუროსი: "ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, გერმანიასთან წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

ილიას ზუროსი: "დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს გვიჭრდნენ. სიამოვნებაა თბილისის სპორტის სასახლეში თამაში. ვამაყობ ჩემი გუნდით. არ გვქონდა ბევრი დრო მოსამზადებლად და ერთად სავარჯიშოდ. ყველა მატჩის წინ ახალი მოთამაშეებით ვემზადებით, ჩვენს მეტოქეებს კი ძირითადი ბირთვი ყოველთვის შენარჩუნებული ჰყავთ. ვითამაშეთ მარკოიშვილის, ცინცაძის, სანსაძის, ბურჯანაძის, შერმადინის და შენგელიას გარეშე. ყველა ხდება, რომ ზაფხულში სრულიად განსხახებული გუნდით ვითამაშებთ. გერმანიის ნაკრები მაღალ დონეზე მოთამაშე გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, ჩვენ კი გამოუცდელი კალათბურთელებით ვასპარეზობ. კალათბურთში სასწაულები არ ხდება. ჩვენ არ გვქონდა დრო, რაც შედეგზეც აისახა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან ძალიან ვამაყობ ჩემი მოთამაშეებთ. 

რთულია კარგი თამაშის ჩვენება, როცა რამდენიმე დღე გაქვს მოსამზადებლად. ბევრი ვიმუშავეთ და ზაფხულის სანაკრებო ფანჯარას ველით, როდესაც სერბეთს და ავსტრიას შევხვდებით საკუთარ მოედანზე. მთავარი ავსტრიის დამარცხებაა, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. სერბეთის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვეყოლება და რთული სათქმელია რა შედეგს უნდა ველოდოთ, რადგან ჯერ არ ვიცით რა შემადგენლობით ვინქები ჩვენ და ჩვენი მეტოქე. 

ახლა ჩვენი მთავარი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, შემდეგ კი გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურება და გუნდის მშენებლობაა. სწორედ ეს დავისახეთ მიზნად საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ერთად.

არ მინდა მატჩის ბოლოს მომხდარ ინციდენტზე საუბარი. მხოლოდ იმას ვიტყვი ვიტყვი, რომ კალათბურთში არის დაუწერელი წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. 32 წელია მწვრთნელი ვარ და ყველას პატივს ვცემ და მეტოქისგანაც იგივეს ვითხოვ". 

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ