ყველა სპორტული სიახლე

ვარლამ ლიპარტელიანის ოქრო დუსელდორფის გრანდ სლემზე (ვიდეო)

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ძიუდოს მორიგი გრანდ სლემის დასკვნითი დღე მიმდინარეობს.

ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს სახელით ორ წონით კატეგორიაში ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა, თუმცა მედლის მოპოვება მხოლოდ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა შეძლო.

-100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო და დუსელდორფის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანმა ირლანდიელ ბენჯამენ ფლეტჩერს სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა, მხოლოდ მეოთხედფინალში, მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენთან მოიგო სამი გაფრთხილებით, რაც ავტომატურ იპონად ითვლება, დანარჩენ ოთხ შეხვედრაში კი სუფთა გდებით იმარჯვა.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2018 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ