ყველა სპორტული სიახლე

ხოჭოლავას "შახტარმა" დიდი ანგარიშით მოიგო

უკრაინული პრემიერლიგის 21-ე ტურში დონეცკის "შახტარმა" "ზირკას" ხარკოვში უმასპინძლა და 5:0 სძლია. 

მასპინძელთა ქართველმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დიწყო და 68 წუთი ითამაშა. 63-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. 

21 შეხვედრაში მოპოვებული 48 ქულით "შახტარი" პირველია და მესამე ადგილზე მყოფ "ვორსკლას" 14 ქულით უსწრებს. 

პოლტაველებმა 21-ე ტურში "ზორიასთან" მძიმე მარცი იწვნიეს - 0:3. ვორსკლას რიგებში მხოლოდ სანდრო კობახიძემ ითამაშა და მოედანზე 78 წუთი გაატარა, ანდრო გიორგაძე კი თადარიგში დარჩა. 

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ