ყველა სპორტული სიახლე

ფოფხაძე კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს

გიორგი ფოფხაძე კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 

გოგიტა გოგუას და შოთა გრიგალაშვილის შემდეგ 31 წლის მცველი "ყიზილ ჟარის" მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება. 

ფოფხაძეს "თბილისში", "ზესტაფონში", "სიონში", "დინამო თბილისში", დანიურ "ვიბორგში", ავსტრიულ "შტუმრში", აზერბაიჯანულ "ბაქოში", პოლონურ "იაგელონიაში" და ალბანურ "ფლამურტარიში" უთამაშია. მისი უკანასკნელი კლუბი კი გორის "დილა" იყო. 

საქართველოს ნაკრებში ფოფხაძეს 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ