ყველა სპორტული სიახლე

სხირტლაძის გამარჯვება დანიაში

დანიის სუპერლიგის 22-ე ტურში დავით სხირტლაძის "სილკებორგი" "სონდერისკეს" დაუპირისპირდა.

ქართველი ფორვარდის გუნდმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. სხირტლაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, 83-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

22-ე ტურის შემდეგ დავით სხირტლაძის "სილკებორგი" 27 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ