ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილმა აკაპულკოში თამაში ვეღარ გააგრძელა

მექსიკის ქალაქ აკაპულკოში ATP-ის მორიგი ტურნირი მიმდინარეობს.

ტურნირში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილავილიც იღებდა. ბასილაშვილმა აკაპულკოს ტურნირი ძირითადი ბადიდან დაიწყო და მისი პირველი მეტოქე ამერიკელი ჯარედ დონალდსონი იყო. ქართველი ჩოგბურთელი მეტოქესთან 2:6; 2:3 მარხდებოდა, თუმცა თამაში ტრავმის გამო ვეღარ განაგრძო. რამდენად მძიმეა ქართველი ჩოგბურთელის ტრავმა, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ აკაპულკოში ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად ასპარეზობდა. ალბოტთან ერთად ქართველმა ჩოგბურთელმა ორი შეხვედრა მოიგო და ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ