ყველა სპორტული სიახლე

ტედი რინერმა შესაძლოა თბილისის გრან პრიზე იასპარეზოს

30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ძიუდოს ტრადიციულ ტურნირს, თბილისის გრან პრის უმასპინძლებს.

ტურნირამდე ერთი თვით ადრე მონაწილეობის მსურველი რამდენიმე სპორტსმენი დარეგისტრირდა, მათ შორის არის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლიდერი და ლეგენდარული ძიუდოისტი, ტედი რინერი. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობითაა დარეგისტრირებული. 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალურ შეხვედრაში გურამ თუშიშვილთან დაპირისპირების შემდეგ რინერმა აღნიშნა, რომ მისთვის ქართველი ძიუდოისტი ყველაზე რთული მეტოქე გამოდგა და მწვრთნელს სთხოვს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ თბილსიის გრან პრის მონაწილეთა ვინაობა შესაძლოა ტურნირის კენჭისყრამდე შეიცვალოს.

თბილისის გრან პრიზე ჯერჯერობით არ არის დარეგისტრირებული არცერთი ქართველი ძიუდოისტი, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს და თითოეულ წონაში მაქსიმალური, ოთხ-ოთხი ძიუდოისტის გამოყვანის საშუალება ექნება.

შეგახსენებთ, რომ ტედი რინერი 8-გზის მსოფლიოს, 5-გზის ევროპისა და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, ამჟამად კი მსოფლიო რეიტინგში ფრანგი ძიუდოისტი +100 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილს იკავებს.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ