
ქვილითაიას გოლი და ნახევარფინალის საგზური (ვიდეო)
ვენის "რაპიდმა" ავსტრიის თასის 1/4-ფინალურ შეხვედრაში "რიდს" 2:1 სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ვენელთა ქართველმა ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 77-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შეცვალეს.