ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ

ფულბეკი სოსო მათიაშვილი, შუამარბი გიორგი კოშაძე და მორკინალი შალვა სუთიაშვილი, ბორჯღალოსნების კვართს 2018 წელს პირველად მოირგებენ - 3 მარტს, ესპანეთის წინააღმდეგ.

მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა; მათიაშვილი და სუთიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო კოშაძე მარქაფაშია.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა დედის დღეს, ‘მიხეილ მესხზე’ 18 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugby და მესხის სტადიონის სალაროებში (11:00-19:00).

შემადგენლობა

ორი კვირის წინ გერმანიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი მორაგბე შეცვალეს. შერკინების მეორე ხაზში წელს პირველად ითამაშებს შალვა სუთიაშვილი და გუნდის კაპიტანს, გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება. მიხეილ გაჩეჩილაძის ნაცვლად, მესამე ხაზში ბრუნდება გიორგი თხილაიშვილი, რომელიც წელს ვიტო კოლელიშვილთან და ლაშა ლომიძესთან ერთად პირველად ითამაშებს.

წელს სასტარტოში პირველადაა ვასილ ლობჟანიძე, რომელიც წინა ორ თამაშში მარქაფიდან ჩაერთო. ტრავმა მოიშუშა და ბექა წიკლაურის ადგილს დაიკავებს სოსო მათიაშვილი. სხვა უკანახაზელებმა - ლაშა ხმალაძემ, ანზორ სიჭინავამ, გიორგი კვესელაძემ, დავით კაჭარავამ და სანდრო თოდუამ, ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს.

წლევანდელ რაგბი ევროპაზე ძირითადში მესამედ იწყებენ თამაშს კვესელაძე, კაჭარავა, თოდუა, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა, ნემსაძე და ლაშა ლომიძე. 3 მარტს თოდუა 70-ე, ხმალაძე მე-60-ე, ხოლო ლობჟანიძე 30-ე კეპს მოიხვეჭენ.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ბადრი ალხაზიშვილი, ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე, რომელსაც ოფენბახში არ უთამაშია. მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც წინა მატჩში სასტარტოში იყო. კვლავ მარქაფაშია ლაშა მალაღურაძე, თადარიგში გადაინაცვლა წინა ორი შეხვედრის ძირითადმა 9 ნომერმა გელა აფრასიძემ, ხოლო გიორგი კოშაძე წელს ნაკრების კვართს პირველად მოირგებს.

ისტორია

2000 წლიდან დღემდე, ესპანეთს სტაბილურად, წელიწადში ერთხელ ვეთამაშებით და განვლილი 18 რკენიდან მეტოქეს 14-ჯერ მოვუგეთ, ერთხელ ფრეს დავჯერდით და სამი მატჩი დავთმეთ - ბოლოს 2012 წელს (18:25). შინ და გარეთ 9-9 შეხვედრა გაიმართა და ‘ლომებს’ (Los Leones)  შინ ყველა თამაში მოვუგეთ: ყველაზე მცირე სხვაობა 2008 წელს დაფიქსირდა (22:20), ხოლო სარეკორდო - 2011 წელს (60:0). განვლილ 18 თამაშში მივიღეთ 28 ლელო და გავუტანეთ 50-ით მეტი - 78, ხოლო ქულათა ბალანსი 567:270-ზეა.

ბორჯღალოსნებიდან ესპანეთს ყველაზე მეტჯერ - 12 - ეთამაშა დავით კაჭარავა (10 მოგება - 2 წაგება).

შემდეგ მოდიან მერაბ კვირიკაშვილი 11 (9-2); ირაკლი აბუსერიძე 10 (8-2); გიორგი ჩხაიძე 9 (8-1) და თედო ზიბზიბაძე 9 (7-1*1); გიორგი ნემსაძე 8 (6-2) და ილია ზედგინიძე 8 (6-1*1).

ქულებით ლიდერია კვირიკაშვილი - 11 მატჩში 2ლ 18გ 14ჯ 1ა = 91 ქულა.

ლომები 7 მატჩში 7-ჯერ დაალელოვა მამუკა გორგოძემ! კაჭარავასა და თამაზ მჭედლიძის ანგარიშზეა 4-4 ლელო, სამ-სამი კი გაუტანია ხუთს: ბესიკ ხამაშურიძეს, დიმა ბასილაიას, გია ლაბაძეს, მახო ურჯუკაშვილსა და ზიბზიბაძეს.

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპა"  |  III რაუნდი  |  – ესპანეთი

შაბ 3/03 2018  |  თბილისი, ვაკე, მესხი  |  18.00

1989 - 2017   206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

 

უკანა ხაზი [ბექები]

 

15

სოსო მათიაშვილი

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1993 6

4ლ 10გ 6ჯ [58 ქ]

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

69

9 2სბ

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

106

22ლ [4 კაპ] 2სბ

12

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 4

3

14

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

3

 სბ

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

59

8ლ 4გ [48 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

29

5

 

შერკინება [ფორვარდები]

 

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

48

2ლ სბ

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 51

5ლ სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

37

7 სბ

4

გიორგი ნემსაძე^კაპ

ბრისთოლ [ინგ ჩემპ]

1984

78

13ლ [2 კაპ] 5სბ

5

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

63

2ლ [15 კაპ] 3სბ

6

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

42

10ლ სბ

7

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

45

4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ

8

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

38

5 + შ სბ

 

თადარიგი [რეზერვი]

 

23

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1996

8

4

22

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

81

4ლ 40გ 25 3ა [184 ქ] 2სბ

21

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

5

:

 

16

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995

6

:

17

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

31

10ლ 2სბ

18

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

4

:

19

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

9

2

20

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 2


rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ