
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო ესპანეთს ამარცხებს
საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩს შინ, მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ მართავს.
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთს ანგარიშით 9:3 ამარცხებს. ბორჯღალოსნებმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მეტოქის ლელოსთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ესპანელები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ, საბოლოოდ კი სოსო მათიაშვილმა მეცხრე წუთზე საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ანგარიში გახსნა - 3:0.
ესპანელებმა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ 22-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა საქართველოს კარს ააცილეს და ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს. თუმცა 25-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა მორიგი ჯარიმის გატანა შეძლო და საქართველოს ნაკრები ექვსქულიანი უპირატესობით დაწინაურდა - 6:0. 31-ე წუთზე კი ესპანელებმა პირველი სამი ქულა მოიპოვეს და ზუსტად შესრულებული ჯარიმის წყალობით ანგარიში შეამცირეს 6:3.
პირველი ტაიმის მიწურულს კი სოსო მათიაშვილმა მესამე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 9:3.