ყველა სპორტული სიახლე

ბორჯღალოსნების ზედიზედ მესამე გამარჯვება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი შინ, მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართა.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

ბორჯღალოსნებმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მეტოქის ლელოსთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ესპანელები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ, საბოლოოდ კი სოსო მათიაშვილმა მეცხრე წუთზე საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ანგარიში გახსნა - 3:0.

ესპანელებმა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ 22-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა საქართველოს კარს ააცილეს და ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.

თუმცა 25-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა მორიგი ჯარიმის გატანა შეძლო და საქართველოს ნაკრები ექვსქულიანი უპირატესობით დაწინაურდა - 6:0.

31-ე წუთზე კი ესპანელებმა პირველი სამი ქულა მოიპოვეს და ზუსტად შესრულებული ჯარიმის წყალობით ანგარიში შეამცირეს 6:3.

პირველი ტაიმის მიწურულს კი სოსო მათიაშვილმა მესამე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 9:3.

მეორე ტამში საქართველოს ნაკრები ლელოსთნ ძალიან ახლოს იყო, თუმცა შერკინებაში რამდენიმე ჯარიმის შემდეგ, 50-ე წუთზე ბორჯღალოსნების სასარგებლოდ ტექნიკური ლელო ჩაითვალა - 16:3.

მატჩის მიწურულს ესპანელი მორაგბეები გააქტიურდნენ და ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ლელოს დადება და ანგარიშის შემცირება მოახერხეს - 16:10.

თუმცა ძირითადი დროის ამოწურვამდე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება მაინც მოახერხა, გიორგი მელიქიძემ ესპანელები დაალელოვა, სოსო მათიაშვილის ზუსტმა გარდასახვამ კი საბოლოო ანგარიში 23:10 დააფიქსირა.

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ