ყველა სპორტული სიახლე

მჭედლიძის ლელო საფრანგეთის ტოპ 14-ში (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-19 ტურში "აჟენმა" საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში "მონპელიეს" დამარცხება შეძლო - 31:29. 

მატჩის მე-20 წუთზე მასპინიძელთა მხრიდან პირველი ქულების მოპოვება თამაზ მჭედლიძემ შეძლო, რომელმაც ლელო მიითვალა. მჭედლიძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა, მისი თანაგუნდელი გიორგი თეთრაშვილი კი მოედანზე 53-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ქუბრიაშვილი, რომელმაც 47 წუთი დაჰყო მოედანზე.

რაგბი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ