ყველა სპორტული სიახლე

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

3 მარტს ‘მიხეილ მესხზე’ ესპანეთის 23:10 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ერთი დღე დაისვენეს და ორშაბათიდან ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე ვარჯიში განაახლეს.

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, მილთონ ჰეიგის შეგირდები კრასნოდარში ‘დათვებად’ წოდებულ რუსეთის ნაკრებს შეერკინებიან. ეს ამ ნაკრებების 22-ე დაპირისპირებაა და ურთიერთშეხვედრებში ქართველები დიდი უპირატესობით ლიდერობენ.

რუსებმა მხოლოდ ერთადერთი მატჩი მოიგეს, შორეულ 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი), მას შემდეგ ერთხელ - 2002 წელს თბილისში ფრეს დასჯერდნენ, დანარჩენ 19 შემთხვევაში კი, გამარჯვება ბორჯღალოსნებს დარჩათ.

განვლილი 21 შეხვედრიდან 11 საქართველოში გაიმართა, 7 რუსეთში, ხოლო სამი ნეიტრალურ მოედანზე. ქართველებს მეტოქე ზედიზედ 16-ჯერ ყავთ დამარცხებული, აქედან 3-ჯერ კრასნოდარში, ქალაქში სადაც მომავალი შეხვედრა გაიმართება.

იქ ‘დათვებმა’ პირველად 2001 წელს გვიმასპინძლეს და 23:25 დამარცხდნენ, 2003 წელს 17:23, ხოლო 2004 წელს 15:27. მას შემდეგ რუსებმა მასპინძელი ქალაქი ორჯერ შეცვალეს, თუმცა შედეგი უცვლელი დარჩა და კრასნოდარს 14-წლიანი შესვენების შემდეგ ვუბრუნდებით.

მეტოქე გასვლით შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით 2016 წელს, სოჭში დაგვიმარცხებია - 24:7; ურთიერთ-შეხვედრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობა 2012 წელს თბილისში დაფიქსირდა - 46:0; სულ მეტოქეს გავუტანეთ 59 ლელო და მივიღეთ 16, ხოლო ქულათა ბალანსი 528:245-ზეა.

ერთი ცვლილება გაფართოებულ რაზმში

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.

‘სტად ფრანსეს, ბურჯის, ზურაბ ჟვანიას ნაცვლად, შეკრებაზე ‘ბრივის’ ბურჯ კარლენ ასიეშვილს უხმეს, რომლის ანგარიშზეც 29 კეპი და 3 ლელოა. ასიეშვილმა ნაკრების კვართით ბოლოს შარშან ნოემბერში, უელსის წინააღმდეგ ითამაშა. მწვრთნელებს მისი გამოძახება ესპანეთთან მატჩისთვისაც სურდათ, თუმცა ფრანგული კლუბის თხოვნა გაითვალისწინეს და კახა ერთი კვირით ‘ბრივს’ დაუთმეს.

განსხვავებული პოზიციებით

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე თამაშს გუნდები განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან.   ბორჯღალოსნებმა სამივე შეხვედრა მოიგეს, აქედან ორი ბონუსით - ბელგიასთან 47:0 და გერმანიასთან 64:0, ხოლო 3 მარტს ესპანეთს 23:10 სძლიეს.

‘დათვები’ 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვისაც იბრძოდნენ, მაგრამ ორივე კონკურენტთან დამარცხდნენ და ფლეი ოფში გასვლის შანსიც დაკარგეს. პირველ ტურში მათ ესპანეთი მიიღეს 13:20 წააგეს, 17 თებერვალს ბელგია 48:7 დაამარცხეს, ხოლო გასულ შაბათს რუმინელებს დასკვნით 20 წუთში ვერ გაუძლეს, 15:15-ის შემდეგ 10 უპასუხო ქულა მიიღეს და 15:25 დამარცხდნენ.

ამრიგად, მე-4 ტურის წინ საქართველო სატურნირო ცხრილში 14 ქულით ლიდერობს, მას 5 ქულით ჩამორჩება რუმინეთი, 6-ით ესპანეთი, ხოლო რუსეთს 6 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა. ბელგია 5 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო გერმანია ჯერაც უქულოდაა.

მსოფლიო თასის შესარჩევ ცხრილში, სადაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის შედეგები ითვლება (საქართველოსთან გამართული მატჩების გამოკლებით), რუმინეთი 7 თამაშიდან 24 ქულით პირველ ადგილზეა, მას 3 ქულით ჩამორჩება ესპანეთი, რომელსაც ერთი შეხვედრა რეზერვში აქვს, ხოლო რუსეთმა 7 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, 15 ქულა აქვს და ლიდერებს ვეღარ დაეწევა.

ამრიგად, ‘დათვებს’ მიზნად რაგბი ევროპაზე მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება დარჩათ და ბორჯღალოსნებთან წარუმატებელი სერიის შეწყვეტას მაქსიმალურად ეცდებიან. მაგრამ ბორჯღალოსნებს რუსებთან მე-20 გამარჯვების მოპოვება და რაგბი ევროპის თასის დაბრუნება სწყურიათ!

10 მარტის თამაში საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი „იმედზე“ და „რაგბი თივიზე“ იქნება.   

საქართველოს ბორჯღალოსნები

მოვარჯიშე რაზმი 2018 წლის "რაგბი ევროპაზე" რუსეთთან სათამაშოდ

1989 - 2017   206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

 

უკანა ხაზი [ბექები]

 

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

108

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

70

9 2სბ

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

29

5 24გ 15ჯ 2ა [124 ქ]

სოსო მათიაშვილი

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1993 7

4ლ 11გ 9ჯ [78 ქ]

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

4

 სბ

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

107

22ლ [4 კაპ] 3სბ

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

82

4ლ 40გ 25 3ა [184 ქ] 2სბ

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1996

9

4

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 5

3

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

60

8ლ 4გ [48 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1995

7

:

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

30

5

9

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

6

:

 

შერკინება [ფორვარდები]

 

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

49

2ლ სბ

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

29

3ლ

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 52

5ლ სბ

2

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995

7

:

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

38

7 სბ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

კარდიფ [უელ პრო 14]

1987

25

6ლ 2სბ

3

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

5

2ხ

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ ჩემპ]

1984

79

13ლ [3 კაპ] 5სბ

2ხ

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

64

2ლ [15 კაპ] 3სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

9

:

3

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

46

4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ

3

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

43

10ლ სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

40

5 + შ სბ

3ხ

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

10

2

3ხ

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

7

სბ

3ხ

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 3

 
rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ