ყველა სპორტული სიახლე

ორი ქართველი გერმანული კლუბის ყველა დროის საუკეთესოთა შორის

გერმანიის ბუნდესლიგის მიერ გამოქვეყნებულ "ფრაიბურგის" ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. 

bundesliga.com-მა ფრაიბურგელთა ისტორიულ თერთმეტეულში ლევან კობიაშვილთან ერთად ალექსანდრე იაშვილი შეიყვანა და ქართველი ფეხბურთელები გაიხსნა.

ლევან კობიაშილი გერმანულ ფეხბურთში 1998-2014 წლამდე მოღვაწეობდა. გაატარა წარმატებული წლები "შალკესა" და "ჰერტაში", თუმცა ბუნდესლიგაში ის "ფრაიბურგმა" მოიყვანა 1998 წლის იანვარში. კობიაშვილმა ფრაიბურგელთა რიგებში ჩატარებულ 185 მატჩში 36 გოლი გაიტანა. 2015 წლიდან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. 

ალექსანდრე იაშვილი "ფრაიბურგში" 1997-2007 წლებში თამაშობდა და პირველ სეზონში 29 გოლი გაიტანა. ფრაიბურგელთა რიგებში მას 300-მდე მატჩი აქვს ჩატარებული და გულშემატკივართა ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფეხბურთლად რჩება. იაშვილი 2004 და 2008 წლებში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ახლა კი სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტია. 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ