ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი ინდიან უელსს ძირითადი ბადიდან დაიწყებს

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 8 მარტიდან ინდიან უელსის მასტერსის გათამაშებაში ჩაერთვება.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ამერიკელი ტენის სანდრგრენია, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 59-ე ადგილს იკავებს. რამდენიმე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში საგრძნობლად ჩამოქვეითდა და ამჟამად 83-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ ქართველი და ამერიკელი ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად სწორედ ინდიან უელსის მასტერსზე დაუპირისპირდებიან.

ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, მეორე ნომრად კი ტურნირზე ხორვატი მარინ ჩილიჩია განთესილი. მცირე ოპერაციის შემდეგ, კორტს ინდიან უელსზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუბრუნდება, რომელმაც ბოლოს მონაწილეობა იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ