ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

მერაბ კვირიკაშვილი და კახა ასიეშვილი 2018 წელს თავიანთ პირველ სანაკრებო მატჩს 10 მარტს კრასნოდარში, რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია ‘იმედის’ და ‘რაგბი თივის’ ეთერით გაიმართება.

გასულ შაბათს ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში ბრუნდება ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც წელს ნაკრების კვართს პირველად მოირგებს და საკუთარ მონაგარს 109-მდე გაზრდის. სოსო მათიაშვილი, რომელმაც მანამდე სამივე თამაში 15 ნომერზე დაიწყო ფრთაზე გადაინაცვლებს, სადაც სანდრო თოდუას ჩაანაცვლებს.

პირველ ხაზში ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ანტონ ფეიქრიშვილი იწყებს. ის გერმანიასთან შეცვლაზე შევიდა, სასტარტოში კი ბოლოს შარშან ივნისში, კანადის წინააღმდეგ იდგა.

ერთი ცვლილებაა მეორე ხაზში და შალვა სუთიაშვილის ნაცვლად გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ნოდარ ჭეიშვილი შუწყვილდება, რომელიც ძირითადში ბელგიასთან და გერმანიასთან იდგა.

სუთიაშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთი სიახლეა და ზურაბ ჟვანიასნაცვლად თამაშში კახა ასიეშვილი ჩაერთვება. 

10 მარტს მე-80 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე; 50-ეს 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე, ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი; მონაგარს 40-მდე დაამრგვალებს ლაშა ლომიძე.

სტატისტიკა

რუსეთს ვეთამაშებით 1993 წლიდან. მათ პოლონეთში პირველი თამაში მოგვიგეს, მას შემდეგ კი ‘დათვები’ (რუსეთის ნაკრების თიკუნი) დავამარცხეთ 19-ჯერ და ერთხელაც (2002 წლის 3 მარტი) ფრე იყო. ამ 21 რკენის ჯამური ანგარიშია 528:245, ხოლო ლელოთა ფარდობა 59/16.

ბორჯღალოსნებიდან რუსეთი ყველაზე მეტჯერ - 12, უძლევიათ მამუკა გორგოძესა და მერაბ კვირიკაშვილს.

რუსეთთან დადებული ლელოებით ლიდერობენ ბესო უდესიანი და ირაკლი მაჩხანელი - 5; 4 ლელოა გიორგი ჩხაიძის ანგარიშზე, 3-3 კი გაიტანეს გია ლაბაძემმამუკა გორგოძემდა დავით კაჭარავამ;

ღია ვარჯიში

კრასნოდარში გამგზავრებამდე, დღეს დილით ბორჯღალოსნებმა ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან მომავალ მატჩზე ისაუბრეს.

მილთონ ჰეიგს კარგად ესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს მომავალი თამაშს ქართველებისთვის:

„ვემზადებით თამაშისთვის, რომელსაც ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი ქომაგისთვის. ჩვენ მათი კარგად გვესმის, მათ განწყობას სრულად ვიზიარებთ და შესაბამისად მოვემზადეთ. რუსეთთან მატჩს მენტალურად და ფიზიკურად მომზადებულები ვხვდებით. ტრავმების გამო გვაქვს გარკვეული ცვლილებები, თუმცა ეს არაფერს ცვლის, კრასნოდარში მოსაგებად მივდივართ“.

შალვა სუთიაშვილი ამბობს, რომ განვლილ დღეებში გუნდმა ესპანეთთან დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავა:

„ესპანეთთან მოგებულ მატჩში გვქონდა ხარვეზები და ეს კვირა მათ გამოსწორებას დაეთმო. ჩვენი მიზანია, რომ ყველა თამაში მოვიგოთ. რუსეთს პროგრესი აქვს, კარგადაა მომზადებული და მათ ჩვენს პროგრესირებად თამაშს დავუპირისპირებთ. კარგად გვესმის, რომ რუსეთთან მატჩის წინ გულშემატკივრებში განსაკუთრებული მოლოდინია და ამ შეხვედრას ჩვენთვისაც ორმაგი დატვირთვა აქვს“.

თავისი თანაკლუბელების წინააღმდეგ (ენისეი ეს ტე ემ) თამაშს მოუთმენლად ელის მიხეილ გაჩეჩილაძე:

„განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვეცდებით, რომ შაბათს მწვრთნელების დავალებები ზუსტად შევასრულოთ. მოუთმენლად ველი რუსეთთან თამაშს, რომლის ბირთვსაც ჩემი გუნდელები წარმოადგენენ“.

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპა"  |  IV რაუნდი  |  – რუსეთი

შაბ 10/03 2018  |  კრასნოდარ, კუბან  |  16.00 საქ

1989 - 2017   206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

 

უკანა ხაზი [ბექები]

 

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

108

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

11

სოსო მათიაშვილი

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1993 7

4ლ 11გ 9ჯ [69 ქ]

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

107

22ლ [4 კაპ] 3სბ

12

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 5

3

14

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

4

 სბ

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

60

8ლ 4გ [48 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

30

5

 

შერკინება [ფორვარდები]

 

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

49

2ლ სბ

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 52

5ლ სბ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

კარდიფ [უელ პრო 14]

1987

25

6ლ 2სბ

4

გიორგი ნემსაძე^კაპ

ბრისთოლ [ინგ ჩემპ]

1984

79

13ლ [3 კაპ] 5სბ

5

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

9

:

6

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

43

10ლ სბ

7

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

46

4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ

8

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

39

5 + 2შ სბ

 

თადარიგი [რეზერვი]

 

23

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1996

9

4

22

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

82

4ლ 40გ 25 3ა [184 ქ] 2სბ

21

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

6

:

 

16

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995

7

:

17

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

29

3ლ

18

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

5

19

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

64

2ლ [15 კაპ] 3სბ

20

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 3

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ