ყველა სპორტული სიახლე

12 მარტს „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ოფიციალურად აიღებს სტარტს

"სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" - სასწავლო კურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია  ფაბრიკას ღონისძიებების დარბაზში, 12 მარტს,14:00 საათზე დაიწყება. სტუდენტებსა და პროგრამის ლექტორებს, ახალი კურსის დაწყებასსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჯიპას ოფიციალური პირები მიულოცავენ. გახსნის ცერემონიას კულტურისადა სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორიცდაესწრებიან. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პირველი და უახლესი ერთობლივიპროექტი საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორე წელიაახორციელებს. პროგრამა უფასოა მსურველთათვის და სრულად ფინანსდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა დაქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ. 

პროგრამის მთავარი მიზანი ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების  მენეჯმენტის უნარებში გადამზადება დაკვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული სასერტიფიკატოპროგრამის ხანგრძლივობაა 5 თვე და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისიურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.

პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევეშეისწავლიან სტრატეგიული და ოპერაციული მართვის,  დაგეგმვის, სტადიონების მოწყობისა და ღონისძიებებისორგანიზების, მარკეტინგის, სპონსორობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

„სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ 2018 წლის ივლისში დასრულდება. პროგრამის წარმატებით დასრულებისშემდეგ, მონაწილეებს ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი გადაეცემათ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეები პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ