ყველა სპორტული სიახლე

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები რუსეთთან მარცხდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩს სტუმრად რუსეთის წინააღმდეგ მართავს.

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში რუსებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი ქულებიც სწორედ მათ მოიპოვეს - 0:3.

მიღებული ჯარიმის შემდეგ ბორჯღალოსნები გააქტიურდნენ და რამდენიმე შეტევის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დერეფნის ჩაწოდების შემდეგ მოლი შეკრა და რუსეთი დაალელოვა, სოსო მათიაშვილის გარდასახვა კი ზუსტი იყო - 7:3.



ლელოს გატანის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა საკუთარ ნახევარზე რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და რუსებმა მორიგი ჯარიმის გატანა შეძლეს - 7:6.

მატჩის ბოლო წუთზე კი რუსებმა მორიგი ჯარიმით დაწინაურება მოახერხეს და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 7:9.

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ