ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი სტუმრად რუსეთის წინააღმდეგ გამართა.

ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრებს სძლია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს.

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში რუსებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი ქულებიც სწორედ მათ მოიპოვეს - 0:3.

მიღებული ჯარიმის შემდეგ ბორჯღალოსნები გააქტიურდნენ და რამდენიმე შეტევის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დერეფნის ჩაწოდების შემდეგ მოლი შეკრა და რუსეთი დაალელოვა, სოსო მათიაშვილის გარდასახვა კი ზუსტი იყო - 7:3.



ლელოს გატანის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა საკუთარ ნახევარზე რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და რუსებმა მორიგი ჯარიმის გატანა შეძლეს - 7:6.

მატჩის ბოლო წუთზე კი რუსებმა მორიგი ჯარიმით დაწინაურება მოახერხეს და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 7:9.

მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებით ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა. ბორჯღალოსნები რუსეთის ლელსთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა წინ გასვლა სოსო მათიაშვილის ჯარიმით მოახერხეს - 10:9.

77-ე წუთზე ქართველების აქტიურობამ შედეგი კვლავ გამოიღო და გიორგი ნემსაძემ მოლიდან მეორე ლელო დადო, სოსო მათიაშვილის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო - 17:9.



მეორე ტაიმის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები სრულ კონტროლს ფლობდა და 72-ე წუთზე მიხეილ გაჩეჩილაძემ შეხვედრაში მესამე ლელო დადო, მათიაშვილმა კი მორიგი გარდასახვა მიითვალა - 24:9.



77-ე წუთზე ანზორ სიჭინავამ რუსები მეოთხედ დაალელოვა, თუმცა მერაბ კვირიკაშვილის გარდასახული ზუსტი არ აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრებმა საბოლოო ანგარიშით 29:9 იმარჯვა.



შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას ბორჯღალოსნები შინ, დინამო არენაზე რუმინეთის წინააღმდეგ 18 მარტს გამართავენ.

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ