ყველა სპორტული სიახლე

ეროვნული ლიგა - ჩემპიონის პირველი გამარჯვება

10 მარტს ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის ორი მატჩი გაიმართა. 

დავით პეტრიაშვილის სახელობის არენამ "რუსთავის" და მოქმედი ჩემპიონის, "ტორპედოს" შეხვედრას უმასპინძლა. 

შეხვედრის ბედი სტუმართა მიერ მე-5 წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ქუთაისელებმა კუხიანიძის გოლით 1:0 მოიგეს. 

რუსთავი - ტორპედო 0:1

მეორე მატჩში ფოთის "კოლხეთმა" ზესტაფონის სტადიონზე "საბურთალოს" უმასპინძლა და პირველი ტაიმის შემდეგ ლაშა გოგონაიას გოლით 1:0 ამარცხებდა მეტოქეს, რომელიც შესვენების შემდეგ გააქტიურდა და მასპინძლეთა კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანა. შედეგიანი დარტყმები გორგიაშვილმა, კოხრეიძემ, რეხვიაშვილმა და ტატანაშვილმა შეასრულეს. 

კოლხეთი - საბურთალო 1:4

მთავარ ლიგასთან ერთად ერთი მატჩი ეროვნულ ლიგა 2-შიც გაიმართა. ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯიას" ქუთაისში უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. თბილისელებს 3 ქულა ცოტნე მოსიაშვილმა მოუტანა 72-ე წუთზე გატანილი გოლით. 

დინამო ბათუმი - ვიტ ჯორჯია 0:1

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ