ყველა სპორტული სიახლე

მერებაშვილის გოლი კაჭარავას "კორონასთან" (ვიდეო)

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში ქართული დერბი გაიმართა.

გიორგი მერებაშვილის "ვისლამ" ნიკა კაჭარავას "კორონას" უმასპინძლა და პრინციპულ დაპირისპირებაში დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე კაჭარავას გუნდის კარი მერებაშვილმა აიღო და საბოლოო ანგარიშიც სწორედ მან დააფიქსირა.

მატჩი ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. მერებაშვილი შეხვედრაში დამატებულ მეორე წუთზე შეცვალეს, ხოლო კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა.

27-ე ტურის შემდეგ გიორგი მერებაშვილის "ვისლა" საურნირო ცხრილში 42 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო ნიკა კაჭარავას "კორონა" 40 ქულით მეექვსეა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2018 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ