
გვილიას პირველი გოლი შვეიცარიაში და გამარჯვება "ბაზელთან" (ვიდეო)
შვეიცარიის ჩემპიონატის 25-ე ტურში ვაკო გვილიას "ლუცერნმა" "ბაზელს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე.
გამარჯვების გოლი შეხვედრის 46-ე წუთზე მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.