ყველა სპორტული სიახლე

მსოფლიო რაგბის განახლებული რეიტინგი

მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა.

მსოფლიოს განახლებულ რეიტინგში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გასული თვის შემდეგ 0.34 ქულა მოემატა, თუმცა ბორჯღალოსნების პოზიცია კვლავ უცვლელია. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მეთორმეტე ადგილს იკვებს.

ცვლილებების განახლებული რეიტინგის საუკეთესო ათეულში. 2015 წლის შემდეგ ირლანდიის ნაკრებმა პირველად მოახერხა 6 ერის მოგება, ინგლისს გადაუსწრო და მსოფლიო რეიტინგში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა, შესაბამისად კი ინგლისელები ერთი პოზიციით ჩამოქვეითდნენ და მესამე პოზიციაზე არიან. ერთი პოზიცია დაკარგა შოტლანდიამ, რომელსაც სამხრეთ აფრიკამ გაუსწრო და მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა.

მიმდინარე თვის რეიტინგში საუკეთესო შედეგი კი საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენა, რომელიც ორი პოზიციით დაწინაურდა და მეათე ადგილიდან მერეზე გადაინცვლა.

მსოფლიო რაგბის სრული რეიტინგი

რაგბი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2018 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ