ყველა სპორტული სიახლე

ბითაძემ ადრიატიკის სეზონი “იგოკეასთან” MVP-ის ტიტულით დაასრულა (ვიდეო)

სერბული “მეგა ბიმაქსის” 18 წლის ქართველმა ცენტრმა ადრიატიკის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

სერბულმა კლუბმა ბოსნიურ “იგოკეას” უმასპინძლა და ბითაძის წინამძღოლობით 99:87 დაამარცხა. ეს გახლდათ ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რის შემდეგაც საუკეთესო 4 გუნდი პლეი ოფში გავიდა.

ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთსო მოთამაშე გახდა. ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:28 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გოგამ 11-დან 6 ორქულიანი, სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“მეგა ბემაქსმა” სეზონი 8 მოგებითა და 14 მარცხით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი დაიკავა.
ახლა, ბითაძის კლუბი სერბეთის ჩემპიონატზე გადაერთვება.



gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ