
მილტონ ჰეიგმა რუმინეთის წინააღმდეგ ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა
2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში ბორჯღალოსნები 18 მარტს 16 საათზე, ‘დინამო არენაზე’ ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთს დაუხვდებიან, მატჩში, რომელშიც შარშან დათმობილი ევროპის ჩემპიონის ტიტულის და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად ერკინებიან.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ‘დინამო არარენას’ სალაროებში 11-იდან 19 საათამდე და ონლაინ ნებისმიერ დროს მისამართზე TKT.ge/Rugby
რევანშისა და თასების დასაბრუნებლად
ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე თამაში მოიგეს, სამი ბონუსით და სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობენ. რუმინელები ესპანეთთან დამარცხდნენ და 14 ქულით მეორე ადგილზე არიან. ამრიგად, ერთი ბონუს ქულის აღების, ან ბონუსით არწაგების შემთხვევაშიც კი, რაგბი ევროპის ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ ამაზე ფიქრიც არ ღირს!
შარშან ‘სტეჟარმა’ (რუმინეთის თიკუნი) ბუქარესტში სტატისტიკა გაგვიფუჭა, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 8:7 გამარჯვებით რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტულთან ერთად, საზიარო ‘ანთიმოზ ივერიელის’ თასიც დაიტოვა. ბორჯღალოსნებს, სამწვრთნელო შტაბს და ქომაგებს, რევანში და ორივე თასის შინ დაბრუნება სწყურიათ ‘დინამო არენაზეც’ მხოლოდ ლამაზი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ!
გასულ შაბათს რუმინელებმა ბელგიას უმასპინძლეს და 62:12 დაამარცხეს, ხოლო ბორჯღალოსნები კრასნოდარში რუსეთს ეწვივნენ და სტუმრად სარეკორდო სხვაობით, 29:9 სძლიეს.
უცვლელი 29
საბედნიეროდ, კრასნოდარული მატჩის შემდეგ, რომლის მსვლელობისას სეტყვაც წამოვიდა, არცერთი ბორჯღალოსანი არ დაშავებულა და მწვრთნელების გადაწყვეტილებით მომავალი შეხვედრისთვის ისევ ის 29 მოთამაშე მოემზადება, რომლებმაც მთელი ერთი კვირა ერთად ივარჯიშეს.
რადგან რუმინელებთან “ფინალი” კვირასაა ჩანიშნული, კრასნოდარიდან შინ დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა კვირა-ორშაბათი დასვენებას და აღდგენას დაუთმეს და მზადებას დღეიდან შეუდგნენ.
რუმინელებს 1998 წლიდან ვეთამაშებით და თავდაპირველად უპირატესობა მათ მხარეს იყო, თუმცა სიტუაცია 2007 წლის შემდეგ შეიცვალა. ‘სტეჟართან’ ჯამში ჩატარებული 21 შეხვედრიდან 11 ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, 9-ჯერ მეტოქემ იმარჯვა და ერთი ჯახი ფრედ დასრულდა. 2007 წლის შემდეგ რუმინელებს 12-ჯერ შევერკინეთ, 9-ჯერ დავამარცხეთ და ერთხელ ფრეს დავყაბულდით.
საქართველოს ბორჯღალოსნები
მოვარჯიშე რაზმი 2018 წლის "რაგბი ევროპაზე" რუმინეთთან სათამაშოდ
1989 - 2017 206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად
No |
სახელი და გვარი |
კლუბი |
დაბ |
ბრჯ |
მონაგარი |
|
|||||
უკანა ხაზი [ბექები] |
|||||
უ |
მერაბ კვირიკაშვილი |
ლელო სარასენს [საქ დ 10] |
1983 |
109 |
16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ |
უ |
სანდრო თოდუა |
ლელო სარასენს [საქ დ 10] |
1987 |
70 |
9ლ 2სბ |
უ |
ბექა წიკლაური |
ლოკომოტივი [საქ დ 10] |
1989 |
29 |
5ლ 24გ 15ჯ 2ა [124 ქ] |
უ |
სოსო მათიაშვილი |
კრასნი იარ [რუს სუპერ] |
1993 | 8 |
4ლ 14გ 10ჯ [78 ქ] |
უ |
ანზორ სიჭინავა |
აკადემია [საქ დ 10] |
1995 |
5 |
2ლ სბ |
შ |
დავით კაჭარავა |
ენისეი [რუს სუპერ] |
1985 |
108 |
22ლ [4 კაპ] 3სბ |
შ |
ლაშა მალაღურაძე |
კრასნი იარ [რუს სუპერ] |
1986 |
83 |
4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
შ |
გიორგი კოშაძე |
რუსთავის ხარები [საქ დ 10] |
1996 |
10 |
4ლ |
შ |
გიორგი კვესელაძე |
მარნეულის არმაზი [საქ დ 10] |
1997 | 6 |
3ლ |
10 |
ლაშა ხმალაძე |
ბათუმი [საქ დ 10] |
1988 |
61 |
8ლ 4გ [48 ქ] |
10 |
რევაზ ჯინჭველაშვილი |
მარნეულის არმაზი [საქ დ 10] |
1995 |
7 |
: |
9 |
ვასილ ლობჟანიძე |
ბრივ [სფრ ტოპ 14] |
1996 |
31 |
5ლ |
9 |
გელა აფრასიძე |
მონპელიე [სფრ ტოპ 14] |
1998 |
7 |
: |
შერკინება [ფორვარდები] |
|||||
1 |
მიხეილ ნარიაშვილი |
მონპელიე [სფრ ტოპ 14] |
1990 |
50 |
2ლ სბ |
1 |
კახა ასიეშვილი |
ბრივ [სფრ ტოპ 14] |
1987 |
30 |
4ლ |
2 |
შალვა მამუკაშვილი |
ლოკომოტივი [საქ დ 10] |
1990 | 53 |
5ლ სბ |
2 |
ბადრი ალხაზაშვილი |
ტულონ [სფრ ტოპ 14] |
1995 |
8 |
: |
3 |
ლევან ჩილაჩავა |
ტულონ [სფრ ტოპ14] |
1991 |
38 |
7ლ სბ |
3 |
ანტონ ფეიქრიშვილი |
კარდიფ [უელ პრო 14] |
1987 |
26 |
7ლ 2სბ |
3 |
გიორგი მელიქიძე |
სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] |
1996 |
6 |
ლ |
2ხ |
გიორგი ნემსაძე |
ბრისთოლ [ინგ ჩემპ] |
1984 |
80 |
13ლ [4 კაპ] 5სბ |
2ხ |
შალვა სუთიაშვილი |
ანგულემ [სფრ პრო დ2] |
1984 |
65 |
2ლ [15 კაპ] 3სბ |
2ხ |
ნოდარ ჭეიშვილი |
შონბრი [სფრ ფედ1] |
1990 |
10 |
: |
3ხ |
ვიტო კოლელიშვილი |
კლერმონ [სფრ ტოპ 14] |
1989 |
47 |
4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ |
3ხ |
გიორგი თხილაიშვილი |
ბათუმი [საქ დ 10] |
1991 |
44 |
10ლ სბ |
3ხ |
ლაშა ლომიძე |
ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] |
1992 |
40 |
5ლ + 2შ სბ |
3ხ |
ოთარ გიორგაძე |
კლერმონ [სფრ ტოპ 14] |
1996 |
10 |
2ლ |
3ხ |
გიორგი ცუცქირიძე |
ორიაკ [სფრ პრო დ2] |
1996 |
7 |
სბ |
3ხ |
მიხეილ გაჩეჩილაძე |
ენისეი [რუს სუპერ] |
1990 | 4 |
2ლ |
rugby.ge