
ფაჩულიას ორმაგი დუბლი და გამარჯვება ლეიკერსთან (ვიდეო)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" 117:106 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და "მინესოტასთან" შეხვედრის მსგავსად ამჯერადაც ორმაგი დუბლი გაიფორმა.
მოედანზე გატარებულ 23:17 წუთში ფაჩულია 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ზაზამ 8-დან 4 ოქულიანი და 3-დან 2 ჯარიმა ჩააგდო.
მომდევნო მატჩს "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტოს" წინააღმდეგ, 17 მარტს გამართავს.