ყველა სპორტული სიახლე

ვიტო კოლელიშვილი: გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ თასს დავიბრუნებთ

18 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.

შევარდენის ბაზაზე 15 მარტს საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ვიტო კოლელიშვილი მატჩზე გულშემატკივარს დინამო არენას გავსებას სთხოვს, თავად კი პირობას დებს, რომ ბორჯღალოსნები კარგ თამაშს აჩვენებენ.

ვიტო კოლელიშვილი: "კარგი ამინდები დაგვემთხვა, სახლში ვართ და შესანიშნავი განწყობა გვაქვს. შარშან „ანთიმოზ ივერიელის თასი“ რუმინეთში დარჩა, ის აუცილებლად დასაბრუნებელი გვაქვს და მოტივაციაც შესაბამისია. თამაში ‘დინამო არენაზეა’, იმედია კარგი ამინდი იქნება და ვთხოვ გულშემატკივარს, რომ ტრიბუნები ბოლომდე შეავსოს. ჩვენის მხრივ ვპირდებით, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და თასსაც დავიბრუნებთ.

რუმინეთს ძალიან ბევრი ნატურალიზირებული მოთამაშე ყავს. მართალია მათ ერთი თამაში დათმეს, მაგრამ ჩვენთან მაინც მოტივირებულები გამოვლენ, რადგან ჩვენთან გამარჯვებით „ანთიმოზ ივერიელის“ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასს შეინარჩუნებენ. ტრადიციულად, რთული თამაში იქნება და და ვინც უკეთ მოემზადება ის გაიმარჯვებს".

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ