ყველა სპორტული სიახლე

გიორგი ნემსაძე: ''სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში დამატებით ძალას გვმატებს''

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრის წინ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

რუმინეთთან დაპირისპირების წინ ბორჯღალოსნების კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ გულშემატკივრებს დინამო არენას გავსებისკენ მოუწოდა.

გიორგი ნემსაძე: "საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობ, ეს უკვე დიდი მოტივაციაა, მაგრამ სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში დამატებით ძალას გვმატებს. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ გაავსონ დინამო არენა და ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი.

რუმინეთთან მატჩისთვის განსაკუთრებული განწყობით ვემზადებით. საუკეთესო კვირა გვქონდა და ფინალს საუკეთესო ფორმაში ვხვდებით".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს 18 მარტს დინამო არენაზე რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება, ბილეთების შეძენა კი TKT.ge-ზე და დინამო არენას სალაროებში 11:00-დან 19:00 საათამდეა შესაძლებელი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ