ყველა სპორტული სიახლე

იოახიმ ლიოვი : "ჩემი გუნდის წარმატებაში ეჭვი არ მეპარება''

მსოფლიო ჩემპიონები ლაიფციგში არიან. გერმანიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო ჩემპიონი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, ნაკრების პირველ ნომერ, მანუელ ნოიერთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ირლანდიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ ლიოვი საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისთვის საბრძოლველადაა განწყობილი და საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია. გთავაზობთ ლიოვის პრესკონფერენციიდან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს.

ირლანდიასთან მარცხის შესახებ

იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ირლანდიაში სასრუველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ რაიმე საგანგაშო მოხდა. ცხადია ამ წაგებამ ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ირლანდიასთან მატჩი უნდა დავივიწყოთ და მომავალ დაპირისპირებაზე უნდა გადავერთოთ.

შემადგენლობა საქართველოს ნაკრებთან

ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ბასტიან შვაინშტაიგერი და ვნახოთ რა მდგომარეობაში იქნება ის ხვალ. თუ შვაინშტაიგერი 100 %-ით მზად იქნება, ის თამაშს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. სხვა მხრივ არ ვფიქრობ რომ ბევრი ცვლილებებია საჭირო. ჩვენ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს, განსაკუთრებით შემტევ პოზიციებზე. მნიშვნელოვანია რომ ხვალინდელ მატჩში სათამაშო დისციპლინა დავიცვათ.

მეტოქის შეუფასებლობის შესახებ

ჩვენი ნაკრების არცერთ ფეხბურთელში არ იგრძნობა, რომ საქართველოსთან დაპირისპირებას ზედმეტად იოლად აფასებენ. მე ჩემი ფეხბურთელების ნებისმიერ სიტუაციაში მეიმედება. ირლანდიასთან მატჩის მიმდინარეობისას დარწმუნებულნი ვიყავით საკუთარ ძალებში, მაგრამ მეტოქის მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულება არ გვქონია. ალბათ ირლანდიასთან წაგებაში მთავარი როლი კონცენტრაციის ნაკლებობამ ითამაშა. ფაქტია, რომ ჩვენ ხშირად საკუთარ ფეხბურთელებთან საუბრის, მათი ფსიქოლოგიურად მოტივირებისა და გაძლიერების დრო არ გვაქვს. მნიშნველოვანია, ფეხბურთელებმა გაიაზრონ, რომ ყველა ის შანსი, რომელიც მათ თამაშის მიმდინარეობისას ეძლევათ, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. სხვაგვარად ჩვენს მოწინააღმდეგეს დამაჯერებლობას შევმატებთ. საკუთარი თამაში საკვალიფიკაციო ეტაპის ფინიშზე უნდა გამოვასწოროთ.

ძლიერი და სუსტი მხარეები

ჩვენი დაცვის ხაზი სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ ჩვენ უკანასკნელ მატჩში მიუტევებელი შეცდომა დავუშვით. თუ თქვენ გადახედავთ ჩვენი ნაკრების სტატისტიკას, ნახავთ რომ ჩვენ გვეძლევა ბევრი შანსი გოლის გასატანად. ამ სეზონში ჩვენი ეფექტიანობა შეტევაში შემცირებულია და ჩვენ ზუსტად ამის გასაუმჯობესებლად უნდა ვიმუშავოთ. ჩვენ მაქსიმალურად ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ გოლის გასატანად. თუ თამშში მხოლოდ ერთი შანსი მოგვეცემა, ის შანსიც უნდა გამოვიყენოთ. ირლანდიასთან მატჩში ბურთს ბრწყინვალედ ვაკონტროლებდით.

მარიო გიოტცესა და ბასტიან შვაინშტაიგერის შესახებ

ჩვენ შოკირებული ვიყავით იმ დაზიანებით, რომელიც გიოტცემ მიიღო. მას ტრავმა "ბაიერნში" თამაშის დროს გაურთულდა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ მის გამო. გვინდოდა გიოტცე ჩვენთან ერთად ყოფილიყო.

რაც შეეხება შვაინშტაიგერს, ის ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. შეძლებს თუ არა ის საქართველოსთან თამაშს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მატჩის დღეს მივიღებთ.

მატჩის ადგილი - ლაიფციგი

ლაიფციგი ჩვენი გუნდისთვის შესანიშნავი ადგილია. ჩვენ ამ სტადიონზე და ამ ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება გვიზეიმია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მატჩს, და გულშემატკივარს ტრიბუნაზე. ჩვენ მათი გულმხურვალე გულშემატკივრობის იმედი გვაქვს.

გუნდის ლიდერი

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ სამი ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენი გუნდის გაძღოლა ნებისმიერ დროს შეეძლო. მახარებს, რომ შვაინშტაიგერი შევინარჩუნეთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, ვინც მიუნხენის "ბაიერნში" ლიდერების როლში გვევლინებიან. ვგულისხმობ მანუელ ნოიერს, ჟერომ ბოატენგსა და ტომას მიულერს. ასევე ჩვენს გუნდში მნიშვნელოვანი როლი აქვს სამი ხედირასაც.

ფეხბურთი, პარასპორტი, , ვიდეო, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ