ყველა სპორტული სიახლე

მილტონ ჰეიგი: ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები და ამისათვის ყველაფერს გავიღებთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩის წინ საქართველომ და რუმინეთმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ფინალური მატჩის წინ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვთნელმა, მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, რომ გუნდი როგორც ფიზიკურად და ტაქტიკურად, ასევე მენტალურადაც მზად არის.

მილტონ ჰეიგი: "ახლა არა მარტო ფიზიკურად და ტაქტიკურად, მენტალურადაც მზად ვართ. ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები და ამისათვის ყველაფერს გავიღებთ. 2 წლის წინ რუმინეთი დინამო არენაზე ლამაზ სტილში დავამარცხეთ, თუმცა მაშინდელი და ახლანდელი მიზნები განსხვავებულია. ხვალ ჩვენი მთავარი მიზანი ტიტულის დაბრუნებაა და თუ ბურთიც კარგად გავათამაშეთ, ეს ძალიან კარგი იქნება".

რუმინელთა მთავარმა მწვრთნემა ლინ ჰოუელსმა კი განაცხადა, რომ მისი გუნდი ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

ლინ ჰოუელსი: "მართალია რუმინეთში ისეთი კარგი ამინდები არ იყო, როგორც თბილისში, მაგრამ ვთვლი, რომ ხვალისთვის კარგად ვართ მომზადებული. რაც მთავარია, ამას თავად მოთამაშეები გრძნობენ. ყველას კარგად გვაქვს გააზრებული მომავალი შეხვედრის მნიშვნელობა და ტიტულის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ".

გუნდის კაპიტნის სტელიან ბურკეას თქმით კი რუმინელები მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდიან.

სტელიან ბურკეა: "კვირის დასაწყისშივე ვიცოდით რა თამაშისთვის ვემზადებოდით და მოტივაციის ნაკლებობას არავინ განიცდიდა. ვიცით რა თამაში გველის და ამისათვის ყველანი მზად ვართ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს 18 მარტს დინამო არენაზე რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება, ბილეთების შეძენა კი TKT.ge-ზე და დინამო არენას სალაროებში 11:00-დან 19:00 საათამდეა შესაძლებელი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ