
ქვილითაიას ჰეთ-თრიქი და ავტოგოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში (ვიდეო)
ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" "ვოლფსბერგერი" მიიღო და 5:1 სძლია მეტოქეს.
ვენელებმა ანგარიში შეხვედრის მე-8 წუთზე გახსნეს.
სტუმართა კარში დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად ქვილითაიამ შეასრულა.
ქართველი ფორვარდი "რაპიდის" სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 49-ე წუთზე გატანილი გოლით დუბლის გაფორმებაც მოახერხა.
მატჩის 79-ე წუთზე ქვილითაიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა ზუსტად 10 წუთში ქართველმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი გაიფრომა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
27 შეხვედრაში მოპოვებული 43 ქულით ვენური კლუბი მესამე პოზიციაზე რჩება.