ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა რუმინეთის წინააღმდეგ გამართა, მეტოქე ანგარიშით 25:16 დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ანთიმოზ ივერიელის თასის გამარჯვებული გახდა.

დინამო არენაზე სანახაობრივი და დაძაბული მატჩი გაიმართა, სადაც ბორჯღალოსნებმა 9-ქულიანი უპირატესობით სძლიეს მეტოქეს და გასულ წელს დაკარგული ჩემპიონობა დაიბრუნეს.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების უპირატესობით დაიწყო და პირველი ქულაც სწორედ ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილმა მერვე წუთზე რუმინელთა კარში ჯარიმა ზუსტად გარდასახა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა - 3:0.

გაშვებული ქულის შემდეგ, რუმინელები გააქტიურდნენ. შეხვედრის მეცხრე წუთზე კი რუმინეთმა საქართველოს ჯარიმითვე უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

მეოცე წუთზე შერკინების ჩაშლისთვის მატჩის მთავარმა არბიტრმა რუმინელი მორაგბე ათი წუთით გაასინბინა.

21-ე წუთზე შერკინებიდან ლაშა ლომიძემ მატჩის პირველი ლელო გადო, სოსო მათიაშვილის გარდასახვა კი ზუსტი იყო - 10:3.

შეხვედრის 39-ე ტურში ბორჯღალოსნების კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გაასინბინეს, რუმინელებმა კი ჯარიმა ზუსტად გარდასახეს - 10:6.

მეორე ტაიმის დასაწისშივე 42-ე წუთზე ანზორ სიჭინავამ შეხვედრის მეორე ლელო გაიტანა, სოსო მათიაშვილი კი კვლავ ზუსტი იყო - 17:6.

შერკინებაში ჩაქცევისთვის მსაჯმა რუმინელები დააჯარიმა, 47-ე წუთზე კი სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები 14-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა - 20:6.

48-ე წუთზე რუმინელები კვლავ კაცნაკლულნი დარჩნენ, მატჩის მთავარმა არბიტრმა უხეში თამაშისთვის რუმინელი მორაგბე გაასინბინა.

შეხვედრის მესამოცე წუთზე რუმინელებმა ჯარიმა გაიტანეს და ანგარიშის შემცირება შეძლეს - 20:9.

70-ე წუთზე კახა ასიეშვილმა საქართველოს სასარგებლოდ მორიგი ლელო დადო, სოსო მათიაშვილის გარდასახვა კი ამჯერად არაზუსტი აღმოჩნდა - 25:9.

78-ე წუთზე რუმინელებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და საბოლოო ანგარიში 25:16 დააფიქსირეს.

რაგბი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ